ამირან სალუქვაძე – მედიას: სინდისის ქენჯნას გრძნობთ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის დაკავების გამო? კარგად იცოდით, რომ ცრუ სიუჟეტს აკეთებდით

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის – ზ.ხ.-ს მამის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მედიას კარგად უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე ცრუ სიუჟეტებს აკეთებდა და ახლა მისი დაკავება მათ სინდისზეცაა.

“როგორც ვიხილეთ შსს-ს ბრიფინგიდან, ბრალდებულის მამა დააკავეს. ს/ს საქმე აღძრულია სამი მუხლით: მუქარა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ცრუ ჩვენების მიცემა
ადრე დავწერე, მედიის მისამართით, რატომ აჟღერებინებთ-მეთქი ამდენ მუქარას?
ახლა გეკითხებით იმავე ტელევიზიებს: სინდისის ქეჯნას გრძნობთ ამ პირის დაკავების გამო? თავადაც სრულწლოვანია, უნდა სცოდნოდა, რას აკეთებდა, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად გამოიყენეთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის.

იგივე ეხება ტელეფონებს, “ექსკლუზიურად” რომ აფრიალა ერთმა ჟურნალისტმა, თითქოს, თავად მოიპოვეს ტელეფონები. ვინც ოდნავ აზროვნებს, არ დაიჯერებდა, მაგრამ თქვენ ხომ მასებზე მუშაობთ და საკუთარ ბრმა მხარდამჭერებზე?!
ეჭვი მეპარება, ამ პირმა თავად მოიფიქრა ტელეფონების შეძენა და “თამაში”. ყოველ შემთხვევაში, თქვენს სინდისზეც არის. კარგად იცოდით, რომ ცრუ სიუჟეტს აკეთებდით.
შსს-მ რომ კარგად იმუშავა და ჯერ გამოავლინა ტელეფონები, შემდეგ – მათი შემძენი პირი, ანუ დაკავებულის მეგობარი, რომელსაც მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, როცა რეალური ს/ს მუხლი დაინახა, გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწია.
ასე დეტალურად ვხსნი, რათა სხვებისთვის იყოს მაგალითი, თუმცა არ ავხსნი, ტექნიკურად როგორ გამოავლინა გამოძიებამ ეს დადგმული სპექტაკლი, როგორ გაშიფრა ტელეფონები და პირი.
ყველაფერი ხომ იკითხება, ვინ დგას ამ ქმედებების უკან? მიდით, გააგრძელეთ ეგრე. უკვე მეორე ადამიანია დაკავებული ცრუ ჩვენების მიცემაზე. ალბათ, ეს არ იქნება ბოლო?!
ფაქტია, რა მიზნის მისაღწევად და როგორ, რა საშუალებებით ცდილობდით ამ ორი ტრაგედიით მანიპულირებას”,  – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის – ზ.ხ.-ს მამა დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები