“არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას ისევე, როგორც – არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.