სომხეთში საკარანტინე რეჟიმი 2021 წლის 11 იანვრამდე იქნება შენარჩუნებული
სომხეთში დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე, ძალაში საკარანტინე რეჟიმი შევა, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე შენარჩუნდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, შენარჩუნებული იქნება სომხეთში სახმელეთო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. ქვეყანაში შესვლის დროს ადამიანებმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოვლენილი არ იქნება, პირმა 14-დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა გაიაროს.
კარანტინის რეჟიმის დამრღვევები დაჯარიმდებიან.
ქუჩაში პირბადის გარეშე გასვლაზე ჯარიმა ისევ შენარჩუნდება.
ასევე, ჯარიმა შენარჩნებული იქნება მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტიდან მოქმედებდა და 4-ჯერ გახანგრძლივდა, ბოლოს – 12 სექტემბრამდე.