გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, თ.ხ-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროში განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

არსებული ინფორმაციით, თ.ხ-ს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის დაკავებას აპროტესტებდა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების მოტივს ჯერ არ აკონკრეტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები