მარინა ეზუგბაია: მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მეორე ტალღასა და მასთან დაკავშირებულ მატებას ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ესაა გვიანი შემოდგომა
“მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მეორე ტალღასა და მასთან დაკავშირებულ მატებას ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ესაა გვიანი შემოდგომა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება.
„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან, მეტნაკლებად, შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.
ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარაკობთ. მეორე ტალღასა და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილიბის გაზრდითა და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაპზე დაავადების ასეთი მატებისა.
მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.
შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშოდ. ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები, ყველა ვერტიკალია – სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.