მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ქალაქ ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 12 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ხუთს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

„გუშინდელი მონაცემებით, იყო 1830 შემთხვევა, დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა და გახდა 1917. 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევებია, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხუთი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიითაა აჭარაში, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. სამი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ათ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები