ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში საზაფხულო ბანაკის პროექტი – „გაიცანი ჭიათურა” დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში საზაფხულო ბანაკის პროექტი – „გაიცანი ჭიათურა” დასრულდა.

შემეცნებითი პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ჩატარდა. იდეის ავტორი ადგილობრივი ახალგაზრდა, მარიამ დოღაძე იყო.

ღონისძიებას „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი დაესწრო. მან მოზარდებს წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

„მარიამ დოღაძემ თავისი იდეა გაგვიზიარა, დავინტერესდით და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. მისასალმებელია, რომ ბანაკის პროექტი წარმატებით შედგა და მოზარდები შედეგებით კმაყოფილები არიან. მინაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბანაკის ორგანიზება მოზარდებმა დამოუკიდებლად შეძლეს.

სიმბოლურად, სწორედ დღევანდელ დღეს გადავწყვიტეთ ჭიათურიდან და ზესტაფონიდან 8 წარმატებული აბიტურიენტისთვის კომპანიის სახელობითი სტიპენდიის გადაცემა  – მათთვის, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო. სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის მომავლის კარის გასაღები და ჩვენ გსურდა, მოზარდები წაგვეხალისებინა, მათ თანატოლებსაც დაენახათ, რომ მხოლოდ განათლებით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სახელობითი სტიპენდია ჭიათურელ აბიტურიენტებს: ნანა აბესაძეს, სოფიო ჭუმბურიძეს, ლიზი საცერაძესა და გურამ მაღლაკელიძეს, ზესტაფონიდან კი: ანა კახნიაშვილს, ბაჩო დაშნიანს, ლუკა კვანტრიშვილსა და ნათია ძიმისტარიშვილის დაენიშნათ.

საზაფხულო ბანაკი – „გაიცანი ჭიათურა 2020“ საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები