ზვიად კვაჭანტირაძე: თვითიზოლაციაში უნდა ვიყოთ 8 დღეს
“თვითიოზოლაციაში უნდა ვიყოთ 8 დღეს”, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მას ორშაბათს კონტაქტი ჰქონდა ამავე პარტიის წევრთან, ლევან გოგიჩაიშვილთან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
“მეგობრებო, მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ლევანთან ორშაბათს მქონდა 30 წამიანი კონტაქტი. მხოლოდ მივესალმე და შევედი სხვა ოთახში. უშუალო კონტაქტი არ მქონია. ლევანს მეორე დღეს მისცა სიცხე და პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მისცეს. გუშინ განმეორებით ტესტზე უთხრეს დადებითიაო. ჩვენ კი გვეუბნებიან, მაინც თვითიზოლაციაში უნდა იყოთ 8 დღესო და კი ბატონო, ვემორჩილებით, ვიქნებით. იმედია, რომ ამ დღეებში არავითარი სიმპტომი არ გაგვიჩნდება და, შესაბამისად, ვირუსიც არ აღმოგვაჩნდება.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!”, – წერს კვაჭანტირაძე.
ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამის შესახებ განცხადება პარტიამ გაავრცელა.