თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა გააბათილა აბსურდული ბრალდება საქართველოში აშშ ინვესტიციებისთვის შეფერხებების შექმნასთან დაკავშირებით
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა კიდევ ერთხელ გააბათილა აბსურდული ბრალდება, საქართველოში აშშ ინვესტიციებისთვის შეფერხებების შექმნასთან დაკავშირებით და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, მათი სატელიტებითურთ (ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე )პირდაღებული დატოვა”,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არა გამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები.
“ანგარიშში შავით თეთრზე წერია რომ საინვესტიციო დავების ნაწილში, ჩვენი სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არც ერთი არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული აქ არსებული ბიზნეს გარემო. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია. ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არა გამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები! ამის მაგალითია სტატისტიკური მონაცემები რომლითაც ათი ათასმა ადამიანმა „აჩუქა” თავისი ქონება სახელმწიფოს ანუ, სულ მცირე 10 000 ადამიანი იყო ასეთი და ეს არის ყოველი მეასე ოჯახი, რომელსაც ამ ფორმით წაართვეს ქონება “ნაციონალური მოძრაობის” დროს „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა. ფაქტია და შეეგუეთ “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი სწორ და ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერა და აღიარება აქვს. საქართველოში უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციები დაცულია, ხოლო ბიზნეს კლიმატი ყველასათვის მიმზიდველია”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.