ქუთაისში 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის, დირექტორსა და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ინფორმაციას სკოლის დირექტორის მოადგილე – ნათია ხაზარაძე ადასტურებს. მისი თქმით, ინფიცირებულ თანამშრომლებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა მათი ლაბორატორიული პასუხები კოვიდზე დადებითია.

ხაზარაძის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები