“საქართველომ 8 თვეში დონორების მხრიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი კრედიტები მიიღო”

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველომ 8 თვეში დონორების მხრიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი კრედიტები მიიღო.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა უკვე ჩარიცხულია, რომელიც უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერ და კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილ კრედიტებს მოიცავს.

„ჯამურად, 8 თვეში დონორების მხრიდან ჩარიცხულია 3 მილიარდ 45 მილიონი ლარი.

აქედან, 2 მილიარდ 290 მილიონი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებია, ხოლო დანარჩენი – 800 მილიონ ლარამდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხებია.

დღეის მდგომარეობით, ათვისებულია 9.5 მლრდ ლარი, რაც გეგმის 81%-ია​“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები