გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დეპარტამენტის გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ, აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს წერტილი დაესვა.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს”, – წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

“საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციებისთვის”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები