გიორგი გახარია: დამსაქმებლებს მინდა, მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე

“დამსაქმებლებს მინდა, მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამკაცრებული, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მთავრობის მიერაა დაწესებული სრულად იყოს შესრულებული. საბოლოოდ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის ძირითადი მიზანი თითოეული ჩვენგანის და, რა თქმა უნდა, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვისა და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით – მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ხვალინდელი დღე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები