შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა: ჩემს შვილს სატელეფონო მიმოწერები არ წაუშლია
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მის შვილს სატელეფონო მიმოწერები არ წაუშლია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
„ობიექტური სასამართლოს იმედი მაქვს. ვახოს არაფერი წაუშლია. გაგნიძის, ვახოსა და რევაზიშვილის ტელეფონებიდან თვითონ წაშალეს ყველაფერი. არ ვიცი, ვინ წაშალა. ელექტრონული საათი ვახო ჩიქოვანს არასდროს ჰქონია”, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.