“მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა.

​ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.

„თუმცა, ზოგიერთი კომპანია გამოთქვამს მზარდ უნდობლობას სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად ან კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნესდავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს უჩივიან, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების მოგვარებისას არსებულ სირთულეებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები