რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი ისევ იზრდება

რუსეთში კორონავირუსის 5218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 1 037 526 დადასტურებული შემთხვევაა.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს142 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში 18 135 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსის დამარცხება 854 069-მა პირმა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, გუშინ რუსეთში 5099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს რიცხვი 5 ათასზე ნაკლები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები