ნათია მეზვრიშვილი: 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება

“200-კაციანი შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ დ სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა საარჩევნო სუბიექტებს ორმეტრიანი დისტანციისა და პირბადის ტარების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და 200-კაციანი შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ დ სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ გვსურს, მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს როგორც ორმეტრიანი დისტანციის დაცვას, ისე – პირბადის ტარების ვალდებულებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები