აზერბაიჯანში 15 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება

ბაქოში, სუმგაითსა და აპშერონის რაიონში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება.

თუმცა, დანარჩენს ქალაქებსა და რაიონებში ბაღები მუშაობას 15 სექტემბრიდან განაახლებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ოპერატიულ შტაბში იქნა მიღებული.

ბაქოში, აპშერონის რაიონსა და სუმგაითში ბაღების დაგვიანებით გახსნა განპირობებულია მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, სადეზინფექციო სამუშაოებისთვის გაცილებით მეტი დროის საჭიროებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები