ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ფეიკი აღმოჩნდა.

გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რამიშვილმა განაცხადა, რომ მან საკუთარი წყაროებით მოიპოვა სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რაც ადასტურებს, რომ გაუჩინარების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს.

რამიშვილის თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.

ამ განცხადების შემდეგ, მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ ისურვა იმ წყაროს დასახელება, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

ინტერნეტსივრცეში კი მოიპოვება აღნიშნული სატელიტის მიერ გადაღებული ანალოგიური ფოტო, რომელიც არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული.

სოციალურ ქსელში ამ საქმის სპეციალისტები წერენ, რომ გასაჯაროებული ფოტოები დამონტაჟებულია და რეალობას არ ასახავს.

„2019 წლის ფოტოა, ცუდად დამონტაჟებული. გარდა ამისა, ივლისში თუ არის გადაღებული, უფრო სიმწვანე უნდა იყოს. მაგრამ 2019 ნოემბერში რომ არის, სიმწვანე ნაკლებადაა. აგერ, 2015 წლის ივნისის სურათია და როგორი სიმწვანეა“, – წერენ სოციალურ ქსელში.წყარო:https://primetime.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები