ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

ბრიტანეთში, კარანტინის შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.

Sky News-ის ინფორმაციით, იკრძალება რესტორნებში, პაბეში, პარკებში, ასევე, სახლში 6-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. წესის ყოველი განმეორებითი დარღვევა ჯარიმის ოდენობას გაზრდის.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩერონ.

შეზღუდვა არ ვრცელდება ოჯახური ტიპის მეურნეობებზე, ასევე, სამსახურებსა და სწავლაზე. ასევე, ქორწილები, დაკრძალვები, სპორტით ჯგუფურ დაკავებაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ისინი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ხერხით ტარდება.

შეზღუდვების გამკაცრება ქვეყნის ჯანდაცვის სამინსიტროს გაფრთხილებას მოჰყვა, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით  – ახალგაზრდები, ძალიან მშვიდად უყურებენ კორონავირუსს, რომლის შედეგად დაავადების მაჩვენებელი ქვეყანაში 100 ათასს მოსახლეზე 20 ინფიცირებულს აღემატება.

ბრიტანეთი ევროპის კონტინენტზე ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს, სადაც 354 932 დადასტურებული და 41 675 ლეტალური შემთხვევაა. პირველ ადგილზე ესპანეთია, მესამეზე – იტალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები