გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „კვირას“ კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქართული ოცნების გუნდის პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით და იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლის წინაშეც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დგანან.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
დაბა ლენტეხში გაიხსნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი აშენდა 3 და რეაბილიტირდა 6 ამბულატორიის შენობა.
,,მჯერა, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით წარმატებით გავუმკლავდებით ამ სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები