ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა წარმოადგინა
პეკინში ჩინეთის საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდა, რომელზეც ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ,,კოვიდ19,,-ის საწინააღმდეგო ვაქცინა წარადგინა.
Global Times-ის ინფორმაციით, საუბარია კომპანიებზე CNBG-სა და Sinovac Biotech-ზე.
Sinovac-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას შეუძლია წელიწადში 300 მილიონი დოზის წარმოება, ამჟამად კი მათი ვაქცინა ბრაზილიასა და ინდონეზიაში ცდების მესამე, ბოლო ფაზას გადის.
CNBG-ის ვაქცინაც ცდების მესამე ფაზას გადის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პერუში, არგენტინასა და მაროკოში. კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია ჯანმო,სთან მჭიდროდ თანამშრომლობს. იგეგმება, რომ კომპანია წელიწადში 200-დან 300 მილიონ დოზას შექმნის.
CNBG-ში ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ბაზარზე გასაყიდად უკვე დეკემბრის ბოლოს გამოჩდება.