მარიამ ჯაში: ჩემთვის უდიდესი პატივია, შევუერთდე გლობალური ჯანდაცვის ლიდერებს პარლამენტართა პირველ სამიტზე
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერი, გლობალური საპარლამენტო კავშირის – UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში პარლამენტართა პირველ სამიტზე, ჯანდაცვის გლობალურ ლიდერებთან ერთად, გაერო-ს მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას განიხილავს.
გლობალურ სამიტში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი (WHO), საპარლამენტო კავშირის (IPU) გენერალური მდივანი, UNITE პრეზიდენტი, გაერო-ს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი (UNAIDS) და სხვა ლიდერები.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, შევუერთდე გლობალური ჯანდაცვის ლიდერებს პარლამენტართა პირველ სამიტზე, რომელიც პანდემიის პირობებში განიხილავს გაერო-ს მდგრადი განვითარებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობას”, – აცხადებს მარიამ ჯაში.
მარიამ ჯაშის გამოსვლა გლობალურ სამიტზე დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის დროით 18:40 სთ-ზე დაიწყება.