რუსთავში “ავერსის” კლინიკის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში “ავერსის” კლინიკის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 60 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნილი.

“დღეს “ავერსის” კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ამავე კლინიკის კლასტერს მიეკუთვნებიან”, – განაცხადა ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, ჯამურად, “ავერსის” კლინიკას 17 შემთხვევა უკავშირდება. მათგან 15 ექიმია, 2 – ექიმის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, კოვიდინფექცია 45 პირს დაუდასტურდა. ჯამურად, “კოვიდ 19”-ის 1729 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1321 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები