გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლები შსს-ში იმყოფებიან
სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მშობლები შსს-ში მივიდნენ.
ილია ფილფანის დედის, ქსენია ფილფანის თქმით, მათი მიზანია, გაიგონ, თუ რა გაკეთდა გამოძიების მიერ.
“ჩვენი შეხვედრის მიზანია, გავიგოთ, რა გაკეთდა პოლიციის თანამშრომლების მიერ, არის თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ის ვერსიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ. გვინდა, რომ ვლადიმერ ბორცვაძე გაგვესაუბროს და გავერკვეთ სიტუაციაში”, – განაცხადა ფილფანის დედამ.
ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.