საფრანგეთში კარანტინის 7 დღემდე შემცირება იგეგმება

​საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო გამოდის წინადადებით, რომ კარანტინის ვადა 14-დან 7 დღემდე შემცირდეს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, – წერს Le Figaro.

მან ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ეკონომიკურ საკითხებს არ უკავშირდება, მაგრამ ითვალისწინებს იმას, რომ “ტესტზე დადებითი პასუხის ან შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ჩვენ ვართ ვირუსის გადამდები, ძირითადად, პირველ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ რისკი მნიშვნელოვნად მცირდება”.

საფრანგეთში კორონავირუსის 367 174 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 30 732 პირი ემსხვერპლა, 88 486 განიკურნა.

ამასთანავე, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი ბოლო ერთი კვირაა, იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები