თელავის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კოჭლოშვილი გიორგი ბოტკოველს სახელმწიფო ქონების მითვისებაში ადანაშაულებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კოჭლოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს სახელმწიფო ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც კოჭლოშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში –  იმ დროს, როცა გიორგი ბოტკოველი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილისა და შემდგომ საქართველოს კონტროლის პალატაში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მისი დავალებით, თელავში მდებარე 2109 კვ.მ.-ის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი თელავის გამგეობამ ერთერთ ბიზნესმენზე 2009 წლის 31 მარტს გაასხვისა, ერთ კვირაში კი აღნიშნული ფართი ბოტკოველის დეიდაზე – ცირა არჯევანიშვილზე გაიყიდა.
კოჭლოშვილის მტკიცებით, აღნიშნული ფართი გიორგი ბოტკოველმა 2015 წლის ოქტომბერში შპს. „ავერსის კლინიკაზე“ 250 000 აშშ დოლარად გაყიდა, აღნიშნული თანხის ნაწილი კი 2016 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინატორებსა და აგიგატოტერებს ხელფასის სახით მას შემდეგ დაურიგა, რაც პარტიის ფულები „შეჭამა“ და იძულებული გახდა, 50 000 აშშ დოლარი პარტიისთვის გადაეცა.
“ადგილი, სადაც ახლა ,,ავერსის,, კლინიკა არის განთავსებული, 2009 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა. გაყიდვის მიზანი და სქემა იყო ის, რომ თანხა, რომელიც რეალიზაციის შედეგად შემოვიდოდა, უნდა აკუმულირებულიყო “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში. 2009 წელს, როცა აღნიშნული ფართი ერთერთ ბიზნესმენზე გაიყიდა, აქედან გადაიყიდა ბოტკოველის დეიდაზე. ეს თანხა მოხვდა გიორგი ბოტკოველის ჯიბეში, ამ თანხის დახარჯვა 2016 წელს საარჩევნო კამპანიაში მოუწია ბოტკოველს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან პარტიის აგიტატორებისა და კოორდინატორების ფული მოიპარა. როდესაც ეს პარტიაში გაუგეს, ამ თანხიდან 50 ათასი აშშ დოლარი შეიტანა პარტიის “შესაწირში”, რათა კოორდინატორებისა და აგიტატორების დავალიანების გადახდა მოეხდინათ”, – განაცხადა ლევან კოჭლოშვილმა.
დეპუტატის თქმით, გაყიდული ფართიდან დარჩენილი 200 ათასი აშშ დოლარი გიორგი ბოტკოველმა თავის კეთლდღეობისთვის მოიხმარა, რასაც დიღომში მის მეუღლეზე 2018-2019 წლებში გაფორმებული მიწის ნაკვეთი და იქ მიმდინარე ფეშენებელური სახლის მშენებლობაც ადაასტურებს.
“შეგიძლიათ, მიბრძანდეთ დიღომში და ნახავთ, თავის მეუღლეზე რეგისტრირებულ მიწაზე რა სახის ფეშენებელური სახლი შენდება. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა. სისხლის სამართალში არის ასეთი მუხლი სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რომელიც ისჯება მრავალი წლით. ეს არის გიორგი ბოტკოველის რეალური სახე – გადაყიდულ-გადმოყიდული მიწები. ეს არის თაღილითური სქემა, რომელიც მე “ნაციონალური მოძრაობისგან” არ მიკვირს”, – აცხადებს თელავის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კოჭლოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები