სასტუმრო “პარაგრაფის” ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ ერთერთ თანამშრომელს, რომელიც სასტუმროს უშტატო თანამშრომელი იყო, კორონავირუსი დაუდგინდა.
სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, თამუნა ჯიჯიხიას თქმით, ინფიცირების შემთხვევა ბათუმის ცნობილ კლასტერს უკავშირდება.
„პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“, არ არის სასტუმრო „პარაგრაფის“ შტატიანი თანამშრომელი. აღნიშნულ პიროვნებას დაუდასტურდა „კოვიდ-19“ თბილისში გუშინ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს არის ბათუმის ცნობილი კლასტერი. სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – აცხადებს თამუნა ჯიჯიხია.
მისივე განმარტებით, ოთხ თანამშრომელს, ვინც უშუალოდ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, კვლევა უტარდება.