ბელორუსის მთავრობა ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას დაკავებას ადასტურებს

ბელორუსის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელი, ანტონ ბიჩკოვსკი ადასტურებს, რომ ბელორუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა უკრაინა-ბელორუსის საზღვარზეა დაკავებული.

“ამჟამად საქმეში გარკვევას ვცდილობთ”, თქვა მან. კითხვაზე, არის თუ არა კოლესნიკოვა მესაზღვრეების მიერ დაკავებული, ის პასუხობს – “როგორც ვხვდები, კი”.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორი წევრი – ივან კრავცოვი და ანტონ როდნენკოვი უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა.

ბიჩკოვსკის თქმით, სამივე მათგანი “დადგენილი წესით გადიოდა სასაზღვრო კონტროლს. ავტომობილი უკრაინის საზღვრის მიმართულებით წავიდა. მერე უეცრად გაჩერდა და კოლესნიკოვა მანქანის გარეთ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მანქანის გადმოსვეს, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს”.

ანტონ ბიჩკოვსკიმ ასევე თქვა, რომ კრავცოვი და როდენონკოვი უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს.

ბელორუსის საკოორდინაციო საბჭოს სამი წევრი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. რაც შეეხება მარია კოლესნიკოვას – როგორც თვითმხილველმა განაცხადა, ის მინსკის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. თანაგუნდელები მასთან კონტაქტს ვერ ახერხებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები