თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 57-ით გაიზარდა და, ჯამურად, 6 730 შეადგინა

“თურქეთის რესპუბლიკაში 281 509 ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საიდანაც 1 703 ახალი შემთხვევაა”, – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეტინ კოჯა სოციალურ ქსელ Twitter- ში წერს.

როგორც ფაჰრეტინ კოჯა აღნიშნავს, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 118 ადამიანი იმყოფება.

„დამატებით 1 047 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო 24 საათის განმავლობაში და ამით ჯამური მაჩვენებელი 252 152-მდე ავიდა. გარდაცვალების მაჩვენებელი 57-ით გაიზარდა და, ჯამურად, 6 730 შეადგინა. გუშინ ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 103 925 შეადგინა, რითაც ჯამური მაჩვენებელი 7.88 მილიონს ასცდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 1 118 ადამიანია“, – წერს ფაჰრეტინ კოჯა.

წყარო:https://www.aa.com.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები