ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სცენიდან კინომდე – ფილმი ეკრანებზე მალე გამოვა
ის წლებია მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლით.
ფილმის სცენარი შთაგონებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება. გადაღებები მიდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ესპანეთი, ნორვეგია, ინგლისი და სხვა.
ქეთევან ქემოკლიძე ფილმში არამარტო ასრულებს კარმენის პარტიას არამედ ის გვევლინება ცნობილ ინფლუესერად, რომელსაც საკუთარი „ფანი“ (თაყვანისმცემელი) განგმირავს. ფილმი მალე გამოვა ეკრანებზე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ქეთევან ქემოკლიძისათვის უკვე მეორე ფილმია, ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას „მე, დონ ჯოვანის“ შემდეგ.