ნიკოლოზ მეტრეველი: სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას დარჩათ მხოლოდ ძველი უცვლელი იდეა – ანარქიის, არეულობისა და ძარცვა-ნგრევის მოწყობის, ბუნებრივია, ეს არ გაუვათ

“მარკირებული დეზერტირი სააკაშვილი უკრაინაში უკვე მეორე პატრონმაც ბოლომდე გაშიფრა და კარისკენ მიუთითა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას დარჩათ მხოლოდ ძველი უცვლელი იდეა – ანარქიის, არეულობისა და ძარცვა-ნგრევის მოწყობის.

“მარკირებული დეზერტირი სააკაშვილი უკრაინაში უკვე მეორე პატრონმაც ბოლომდე გაშიფრა და კარისკენ მიუთითა. პერსონა, რომელიც სულ ორიოდე კვირის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ მისთვის მთავარი უკრაინა და „უკრაინული რეფორმებია“ და მზად არის, ამისათვის უკრაინის პრემიერი გახდეს, ისევ ქართულ პოლიტიკაში ჩახტომას ფიქრობს. საქართველოსა და სტრასბურგის სასამართლოების მიერ სასჯელმისჯილი ადამიანის“ ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ე.წ. სატელიტი „პარტიების“ მიერ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გამოცხადებას თუ უფრო სერიოზულად შევხედავთ, ნათელია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფებმა და მათთან საშოვარზე მიერთებულმა ჯგუფებმა და პიროვნებებმა საკუთარი ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინეს. პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალი, შედარებით ნაკლებად შავბნელი წარსულის მქონე ადამიანების წამოწევაც კი ვერ შესძლეს ანტურაჟისთვის წინა პლანზე. სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას დარჩათ მხოლოდ ძველი უცვლელი იდეა: ანარქიის, არეულობისა და ძარცვა-ნგრევის მოწყობის. ბუნებრივია, ეს არ გაუვათ! სამთავრობო რეზიდენციების ნაცვლად მასაც და სხვა დამნაშავეებსაც ჯერ ოქტომბრის არჩევნებში მორიგი ფიასკო, ხოლო შემდეგ კი რეფორმირებული პენიტენციური დაწესებულება ელოდებათ”, – წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები