მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია – ორ პირზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელძღვანლის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი კი – იმპორტირებული.

„გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1650 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 34 პაციენტი და გვყავს 1684 პაციენტი. ინფიცირებულთა განაწილება ასეთია, ექვსი არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულთან კონტაქტი, რვა პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ორი კი, შემოტანილი შემთხვევაა, ასევე, ორ პირზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები