სერგო ჯავახაძე „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს

“ევროატლანტიკური ვექტორის” თავმჯდომარე, სერგო ჯავახაძე „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ ჯავახაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
„პატრიოტ ალიანსის“ თავმჯდომარე და გენერალური მდივანი როცა გამოდიან და აცხადებენ, რომ 850 ათასი ანკეტა აქვთ შევსებული, არსად ჩანს, რა თანხებითაა ეს კარდაკარის პროგრამა შესრულებული. ვიცი, რომ მათ წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი პროკურატურაში, ასევე, მათ საქმეს აუდიტის სამსახური სწავლობს.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი არეგულირებს პარტიების რეგისტრაციასა და მის გაუქმებას. 197 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა კონკრეტულმა პარტიამ, ვისაც მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები ჰყავს, განაცხადი უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებს „ბ“ პუნქტი, სადაც წერია, რომ 15 ივლისამდე უნდა გააკეთონ განაცხადი. ბაქრაძისა და ბოკერიას პარტიამ განაცხადი გააკეთა 2 სექტემბერს – ისინი მიიჩნევენ, რომ თავიანთი წარდგენით ჰყავდათ პარლამენტის წევრები, რაც სიცრუეა. ამის გამო ცესკო-ს განკარგულება მათი რეგისტარციაში გატარების შესახებ სასამართლოში გავასაჩივრეთ.
ხელთ მაქვს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების პარტიული სია. ეს სია არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრობის“ ბლოკით. წარმოგიდგენთ ამ სიას: ბაქრაძეც კი, პარტიის თავმჯდოამრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. „ევროპული საქართველოს“ პარლამენტის ყველა წევრი ან არის უპარტიო ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. აქედან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი“, – განმარტა ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები