გურიამ “მწვანე ზონის” სტატუსი დაკარგა – კოვიდინფიცირებული ე.წ. “დონას” კლასტერიდანაა

გურიამ “მწვანე ზონის” სტატუსი დაკარგა – კოვიდინფიცირებული ე.წ. “დონას” კლასტერიდანაა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია და რეგიონში ეპიდკვლევა დაწყებულია.

“პიროვნება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არის დაბა ჩოხატაურის მცხოვრები. ინფიცირებულმა ქალმა 31 აგვისტოს ისარგებლა ბათუმში საკონდიტრო “დონას” მომსახურებით. მეორე დღეს დაუფიქსირდა  მაღალი ტემპერატურა. ამჟამად, გოგონა გადაყვანილია ბათუმის კოვიდცენტრში, თვითონ სადაც ცხოვრობს, სადაც მიიყვანეს პირველად, ჩოხატაურის “მედალფაში” დაწყებულია ეპიდკვლევა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
ადგილობრივი შემთხვევა არ არის, ჯერჯერობით დაფიქსირებული. ამ გოგონასთან ვინც კონტაქტში იყო, ყველა თვითიზოლაციაში გადავიყვანეთ. ანალიზები გაკეთებული აქვთ, მაგრამ პირველადი ანალიზებით ვერ ვიტყვით ვერაფერს. აქ ინკუბაციური პერიოდი 12 დღეა, მე-12 დღეს გავაკეთებთ ანალიზებს და ამის შემდეგ ვიტყვით, საბოლოოდ, რა მდგომარეობაა”, – თქვა არჩილ მჟავიამ.

გურიის რეგიონი ამ დრომდე “მწვანე ზონის” სტატუსით სარგებლობდა, რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები