ამირან სალუქვაძე: გაერო-სა და ევროსტრუქტურებში აქტიური მუშაობა აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ესაა მნიშვნელოვანი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გაერო-ს რეზოლუციის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაერო-სა და ევროსტრუქტურებში აქტიური მუშაობა აუცილებელია.

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაეროს რეზოლუცია, 84 ქვეყნის მხარდაჭერით, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ჩვენთან მთავრობას ორი ძალა უწევს ოპონირებას:
– ერთი ძალა ამბობს, საქართველო გამქრალია, არავინ გვახსენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში არაფერს ვაკეთებთო. არადა, საპირისპიროდაა საქმე. თუმცა, ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის ატყუებენ მოსახლეობას;

– მეორე ძალა ნიჰილიზმს თესავს, რას გვიშელის რეზოლუციები, რუსეთი თავისას აკეთებსო.
ჭრელო პეპელაა. არავინ უარყოფს, რომ რუსეთთან სამუშაოა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ გაერო-სა და ევროსტრუქტურებში აქტიური მუშაობა აუცილებელია. პირველ ყოვლისა, ესაა მნიშვნელოვანი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის”, – წერს ამირან სალუქვაძე.

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები