მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 12 “დონას” კლასტერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, ოთხთან კი, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 12 “დონას“ კლასტერს უკავშირდება და, ჯამურად, ამ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამი დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი რუსთავის “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ოთხ პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო კიდევ ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.