დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმისას ვერავინ ვერაფერს მოიპარავდა, რადგან ლუგარის ცენტრში საიდუმლო ექსპერიმენტებს არ ატარებენ.
“მაგათი არ გვეშინია, რადგანაც ჩვენ აქ რაიმე საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს და, შესაბამისად, ვერაფერს მოიპარავდნენ. მაგისთვის არ გვცალია ახლა, COVID-ს ვებრძვით და ჩვენი საქმე ეგ არის”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
ცნობისათვის, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიბერთავდასხმის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.