კანადის მთავარი ექიმი: სექსის დროს საჭიროა პირბადის გაკეთება
კანადის მთავარი ექიმის, ტერეზა ტემის რეკომენდაციით, სექსის დროს კორონავირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა პირბადის გამოყენება.
მისი თქმით, სპერმიდან და ვაგინალური სითხიდან “კოვიდ19”-ის გადაცემის რისკის მცირეა, თუმცა ახალ პარტნიორებთან სექსუალურმა კონტაქტმა, განსაკუთრებით კი კოცნამ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების რისკი გაზარდოს.
სპეციალისტის თქმით, სექსის დროს უნდა მოხდეს კოცნისთვის თავის არიდება და ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც პარტნიორები ერთმანეთს სახეში უყურებენ.