პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში  ენერგეტიკის საკითხებში  ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე საუბარი შეეხო ორგანიზაცია „ენერგეტიკულ გაერთიანებაში” (Energy Community) საქართველოს გაწევრიანების საკითხს და ენერგოკომისარის  საქართველოში შესაძლო ვიზიტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები