ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მას ექნება ნამდვილად შესანიშნავი როლი შესაბამის საკანში

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მას ექნება ნამდვილად შესანიშნავი როლი შესაბამის საკანში”, – აღნიშნული კომენტარით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რა როლი შეიძლება, ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში და რა შანსები აქვს მას.

„ღიმილისმომგვრელი შეკითხვაა. თუ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, მას ექნება ნამდვილად შესანიშნავი როლი შესაბამის საკანში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

27 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები