„რაც უნდოდათ რუსეთში, ის მოხდა აქ“, – ხაინდრავა თავისი ფილმის პროექტის შეჩერებაზე

“რაც უნდოდათ რუსეთში, ის მოხდა აქ, პროექტი გაჩერდა, მაგრამ ეს ვერ გაჩერდება, ყველა ვარიანტში გავაკეთებთ”, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ იმ პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მუხაჯირობის შესახებ ფილმის გადაღება იგეგმებოდა.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაინდრავამ განაცხადა, პროექტის გაჩერება მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება რუსული ინტერესების გატარება საქართველოში.
„ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება რუსული ინტერესების გატარება საქართველოში. მუხაჯირობის თემა ბომბია რუსეთისთვის. ჩრდილო კავკასიელებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ჩეჩნებისთვის, დაღესტნელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც წლების მანძილზე მახინჯდება.
მე ხელთ მაქვს ყველა აფხაზური ოჯახის გვარი, სახელი, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გასახლებულები იყვნენ აფხაზეთიდან. მაქვს უამრავი საბუთი.
ჩვენ განაცხადი შევიტანეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისფლებაში. ეს იყო გამოძახილი იმ პროგრამისა, რაც მათ გამოაცხადეს. წავიკითხეთ და ვნახეთ, რომ ჩვენი პროექტი ჯდებოდა ამ პროგრამაში. შევიტანეთ განაცხადი, რომ ამის შესახებ ფილმს გადავიღებდით, ხარჯების 2/3 ვიღებდით ჩვენი სტუდია, ვთხოვდით 1/3-ს. ამ პროექტმა გაიარა შიდა კომისია.
ცრუპენტელებმა გამოაცხადეს, რომ მე, თურმე, გამომოყვეს 100 ათასი ლარი წინსწრებით. ეს სრული სიცრუეა.
როგორც კი ამ პროექტის შესახებ ცნობილი გახდა, იმ წუთში ამოუშავდა მანქანა მოსკოვში, ჩართეს აქაურები, გვარამიები, რომელიც თავადაა დევნილი აფხაზეთიდან. ვაპირებდით, ფილმი აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ ენებზე გვეთარგმნა, ამას დავდებდით საიტებზე. რუსლან აბაშიძეს ვეკითხები, რატომ გააჩერა პრიოექტი? რაც უნდოდათ რუსეთში, ის მოხდა აქ – პროექტი გაჩერდა, მაგრამ ეს ვერ გაჩერდება, ყველა ვარიანტში გავაკეთებთ“,- განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები