გოგა ხაინდრავა: ოპოზიციას ფანჩატურში უზის ნინო ბურჯანაძე, რომელიც პუტინთან ერთად საოკუპაციო ჯარის პარადს იღებდა

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავერკვეთ, ვინ ახორციელებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ საქართველოში რუსულ გავლენებზე ისაუბრა.
„ძალიან მოარულია ეს პრობლემა – რუსული ჩარევისა საქართველოს პოლიტიკაში. რუსეთი ერევა მთელი მსოფლიოს პოლიტიკაში. თუ ვინმე ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ში მიმდინარე წინასაპრეზიდენტო ბატალიებს, დღე არ გადის, არ გავიგოთ იმის შესახებ, რომ რუსეთი ერევა იქ, ერევა აქ. ეს ევროკავშირშიც ცხადდება, გერმანიაშიც და ყველგან, სადაც შეიძლება.
მაგრამ დღემდე ეს დოკუმენტურად დამტკიცებული ვერსად ვნახეთ. ამაში ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია, ბუნებრივია, ერევა. აქაც ერევა, მაგრამ ვისი ხელით ერევა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ დღის წესრიგში, როგორც იქნა, დადგა საკითხი, გამოძიებული იყოს, რა ფინანსურ წყაროებს იყენებენ ესა თუ ის პოლიტკომედიანტები საქართველოში, ძალიან სწორია. მაგრამ რატომ მარტო „პატრიოტთა ალიანსი“? , რომელმაც, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ არანაკლები შეცდომები დაშვებული აქვთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ყველაზე სასაცილო და გასაკვირი ჩემთვის არის ვითომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლისგან, ლЬაკა ხოშტარიასგან, რომელიც საბჭოთა უშიშროების სამჭედლოშია გაზრდილი, ძალიან აქიტურად უჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც იყო, არის და იქნება რუსეთის უშიშროების თანამშრომელი. ამის მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებისთვის, ვგულისხმობ – ფსევდოპრესას, კითხვის ნიშნებს არ ბადებს, რატომ ხდებოდა, რომ ბოკერია, ხოშტარია, უგულავა და ბაქრაძე მხარს უჭერდნენ ჩეკისტ ვაშაძეს? არც ის აინტერესებთ, არც იმას კითხულობენ, რომ იმ ფანჩატურში შუაში უზით ნინო ბურჯანაძე. ავიწყდებათ ბურჯანაძე, რომელიც საოკუპაციო ჯარის პარადს იღებდა პუტინთან ერთად მოსკოვში. ეს რატომ არ უნდა გახდეს გამოძიების საგანი? საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლების პარადს იღებდა ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ეს ლЬაკა ხოშტარის არ აინტერესებს იმიტომ, რომ ზუსტად იქ არიან გაზრდილები , საიდანაც ეს საფრთხე მოდის. ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საოზოგადოებამ, თავის განვითარებით, ბევრად გაუსწრო ამ პოლიტკომედიანტებს.
თუ საკითხი დგას დღის წესრიგში, რომ გავერკვეთ და უნდა გავერკვეთ ერთხელ და სამუდამოდ, ვინ მუშაობს და ვინ ახორციელებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, გარშემო როგორ თავხედურად მოქმედებს რუსეთი.
კიდევ ერთი – ძალიან მაინტერესებს, იქნებ გავარკვიოთ, არასამთვარობო ორგანიზაცია „დოსიე“ , რომელიც ფლობს ინფორმაციებს კრემლიდან და ამ ინფორმაციას აწვდის თავის ამფსონებს აქ, ლЬაკა ხოშტარიასა და გიგა ბოკერიასნაირებს, მაინტერესებს – საიდან აქვს ამ „დოსიეს“ ინფორმაციები კრემლიდან? ე.ი. კრემლს უნდა, რომ იმან იცოდეს და უნდა, ეს ინფორმაცია აქ მოვიდეს“, – განაცხადა ხაინდრავამ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები