“ნავნე” – კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა

“ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება”, – ამის შესახებ პარფიუმერიისა და კოსმეტიკის კომპანია “ნავნე” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირებული მათი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა.

“გუშინ, ღამით ჩვენი საწყობის ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, “ნავნე” გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. “ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები