საქსტატი: ბიზნესსექტორს საქართველოში 631.8 ათასი მოქალაქე ჰყავს დასაქმებული

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 631.8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – კაცი.

“საქსტატის” ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 154.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები