ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევები, ძირითადად, „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებული – კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებული.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის შემდეგ განაცხადა, „ავერსის“კლინიკის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები, ძირითადად, „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებული. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღეის მდგომარეობით, „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება არის აყვანილი როგორც მინისტრის, ისე – პრემიერის კონტროლის ქვეშ. მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დღესდღეობით, ჩვენთვის საყურადღებო „ავერსის“ ქსელის კლინიკაა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები