საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1568 გახდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები