ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი,ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.

“დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა.

ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოსსანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა”.

სოფლის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა:

“ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება”, – აღნიშნა დევნილებთან შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები