კახა კალაძე: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს”,–  ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის პატივისცემა და ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის დასრულება გახდა ქვეყანაში, რაშიც თქვენი როლი და წვლილი არის ძალიან დიდი და ამისთვის მინდა, თითოეულ თქვენგანს, იმათაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძლო მოსვლა, მადლობა გადავუხადო.

ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის.

ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”,– განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები