ამირან გამყრელიძე: ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის ჩაკეტვის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ჩაკეტვის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ერთადერთი, რაც ბათუმში იქნება, ეს გაფართოებული ტესტირებაა. დღეს 11 საათიდან კიდევ 5 კლინიკა ჩაერთო. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები